ზურაბ გირჩი ჯაფარიძე: განსხვავებული აზრის გამო, როგორც მგლების ხროვა თავს გესხმიან, ასეთი კულტურაა ქართულ პოლიტიკაში

“განსხვავებული აზრის მიუღებლობა არ ვიცი, მაგრამ ეგ ჩვეულებრივი ამბავია, როდესაც რომელიმე პოლიტიკური ლიდერი აფიქსირებს განსხვავებულ აზრს, მე კი არ მომწონს, მაგრამ მიღებულია, რომ როგორც მგლების ხროვა თავს ესხმიან ხოლმე და ძიძგნიან. ზოგადად ეგეთი კულტურაა ქართულ პოლიტიკაში, მარტო ალეკო ელისაშვილზე არაა”, – ამის შესახებ მე-10 მოწვევის პარლამენტის წევრმა, “გირჩი-მეტი თავისუფლების” ლიდერმა ზურაბ ჯაფარიძემ “ღამის კურიერთან” განაცხადა.

“მე რომ წამოვედი “ნაციონალური მოძრაობიდან” მოტრიალდა ყველა ის ხალხი, ვისთანაც 2 წელი მქონდა გატარებული და ჩემი ლანძღვით იყო დაკავებული თვეების განმავლობაში. ჯოგიდან რომ ერთი განსხვავებულ რაღაცას გააკეთებს და მთელმა ჯოგმა რომ უნდა დაკორტნოს, რომ ჯოგის შიგნით სხვას არავის მოუნდეს იგივეს გაკეთება. სინამდვილეში რაღაცა ცხოველური ინსტიქტებია, რომელიც მე ძალიან არ მომწონს. გინდა ალეკოზე იყოს, გინდა ჩემზე. ელისაშვილი არ არის “ქართული ოცნების” სპიკერი, არც ხაზარაძე. ჩემი აზრით გულწრფელია ერთიც და მეორეც”, – აღნიშნა ზურაბ ჯაფარიძემ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად