ზურაბ გირჩი ჯაფარიძე: არანაირი გაქცევა, არანაირი შიში, არანაირი ჩაჯმა – ესენი უნდა გავუშვათ მშვიდად და ცივილიზებულად

“ჩვენ ვცხოვრობთ ქვეყანაში, სადაც სახელმწიფო შენობის შტურმის ჰიპოთეტური საფრთხის გამო ახალგაზრდებს თვალებს თხრიან რეზინის ტყვიებით, მაგრამ არაფერს ეუბნებიან ხალხს, რომელიც სასიკვდილოდ იმეტებს სრულიად უდანაშაულო ადამიანებს, სცემს ჟურნალისტებს და ოპერატორებს, თავში ჯოხს ურტყამს პოლიციელს”.

ამის შესახებ პარტია “გირჩი -მეტი თავისუფლება” ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე სოციალურ ქსელში წერს, რითაც ეხმაურება დღეს, რუსთაველის გამზირზე ე.წ. “ღირსების მარშის” მოწინააღმდეგე ძალადობრივი” ჯგუფის განხორციელებულ ქმედებებს.

“ის რაც დღეს ხდება უბრალოდ სირცხვილი არ არის,

დღეს კარგად ჩანს რამდენად საშიშ რეალობაში ვცხოვრობთ,

კარგად ჩანს რომ ნებისმიერი საუბარი გამოხატვის თავისუფლებაზე, შეკრების თავისუფლებაზე, მედიის თავისუფლებაზე, კონსტიტუციით გარანტირებულ უფლებებზე და ა.შ. ამ ქვეყანაში არის ილუზია, წყალი, ბოდვა.

დღეს ასევე გამოჩნდა რომ წინა დღეების განმავლობაში პრაიდთან დაკავშირებით გაკეთებული მოზომილი განცხადებები ნებისმიერის მხრიდან, განპირობებული იყო ან შიშით ან ნაბიჭვრობით.

ჩვენ ვცხოვრობთ ქვეყანაში, სადაც სახელმწიფო შენობის შტურმის ჰიპოთეტური საფრთხის გამო ახალგაზრდებს თვალებს თხრიან რეზინის ტყვიებით, მაგრამ არაფერს ეუბნებიან ხალხს, რომელიც სასიკვდილოდ იმეტებს სრულიად უდანაშაულო ადამიანებს, სცემს ჟურნალისტებს და ოპერატორებს, თავში ჯოხს ურტყამს პოლიციელს.

ნუ, მაქსიმუმ ხვალ დააჯარიმონ სიმბოლურად და გამოუშვან.

აქ მთავარი ვიღაცეების ძალაუფლებაა,

ამ ძალაუფლების ხელიდან არ გაშვების გამო, დედას გიტირებენ

და ეს ძალაუფლება ახლა საპარტიარქოს და ოცნების ხელშია.

ბოდვაა რომ ისინი ერთმანეთთან არიან დაპირისპირებული

ერთად არიან, ერთნი არიან,

ერთი ბნელი მხარეა ორივე

და ძალაუფლება და ფული არის ერთადერთი რაც მათ აინტერესებთ.

ქრისტიანობა და ეკლესია ისეთივე შირმაა ერთისთვის, როგორც პროევროპულობა და პროდასავლურობა მეორისთვის.

ამ სიმბიოზის დამარცხება ძალიან რთულია,

მაგრამ სხვა გზა არ გვაქვს.

არანაირი გაქცევა, არანაირი შიში, არანაირი ჩაჯმა.

ზუსტად ეგ უნდათ მაგათ,

ესენი უნდა გავუშვათ მშვიდად და ცივილიზებულად. ორივე ერთად!” – წერს ზურაბ ჯაფარიძე.

კომენტარები
იტვირთება...