ზურაბ აზნაურაშვილი: რამდენიმე კითხვას ვერ ვუპასუხე, არ ვარ პრაქტიკოსი მოსამართლე

დაახლოებით 3 საათიანი მოსმენის დასრულების შემდეგ, ამის შესახებ საქართველოს სახელმწიფო აუდიტის სამსახურის, პოლიტიკური ფინანსების მონიტორინგის დეპარტამენტის უფროსმა  ზურაბ აზნაურაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა.

“იყო რამდენიმე კითხვა რომელსაც ვერ ვუპასუხე. თავიდანვე ვთქვი რომ არ ვარ პრაქტიკოსი მოსამართლე და ყველა ჩემს კონკურენტს, რომელსაც სასამართლოში  მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს ეცოდინება ჩემზე მეტი. მაგრამ, ვისაუბრე სხვა დადებით მხარეებზე, რაც მაქვს განათლების და გამოცდილების კუთხით, რომელიც მიღებული მაქვს სხვადასხვა სამსახურში მუშაობის დროს“ , – განაცხადა აზნაურაშვილმა.

ჟურნალისტების კითხვაზე, მართლა ფიქრობთ, რომ მოსამართლე ღამის კლუბში არ უნდა წავიდეს, აზნაურაშვილმა განმარტა: „არსებობს რაღაც სტანდარტები, რომელსაც უნდა ემორჩილებოდეს მოსამართლე, ღამის კლუბზე ვუპასუხე, გააჩნია სიტუაციას, ეს უნდა იყოს შეფასებული ინდივიდუალურად. გააჩნია გარემოებას და ფორმებს“.

ცნობისთვის, იუსტიციის უმაღლეს საბჭოში  3 საათზე მეტ ხანს მიმდინარეობდა უზენაესი სასამართლოს მოსამართლის თანამდებობაზე ასარჩევად საქართველოს პარლამენტისათვის წარსადგენი კანდიდატის ზურაბ აზნაურაშვილს მოსმენა.

 

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად