ზურაბ აზნაურაშვილი იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ დამოუკიდებელი ინსპექტორად აირჩია

იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ  5 წლის ვადით დამოუკიდებელი ინსპექტორის თანამდებობაზე ზურაბ აზნაურაშვილი აირჩია. 

ღია კენჭისყრაზე ზურაბ აზნაურაშვილის კანდიდატურას მხარი იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ცხრა წევრმა დაუჭირა.

დამოუკიდებელი ინსპექტორის ვაკანსიაზე რეგისტრაცია 2019 წლის 13 დეკემბრიდან 26 დეკემბრის ჩათვლით მიმდინარეობდა.

რეგისტრირებული 42 კონკურსანტიდან საკვალიფიკაციო მოთხოვნები 20-მა კანდიდატმა დააკმაყოფილა.
გასაუბრებაზე ცხრა კანდიდატი გამოცხადდა, მათთან გასაუბრება 14 და 15 იანვარს ჩატარდა.

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს დამოუკიდებელი ინსპექტორის თანამდებობა ვაკანტური მას შემდეგ გახდა, რაც ქეთევან ცინცაძე საქართველოს პარლამენტმა უზენაესი სასამართლოს მოსამართლედ აირჩია.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად