ზურაბ ალფაიძე: დედაქალაქის სტაბილური წყალმომარაგებისთვის სარეაბილიტაციო პროექტებზე მუშაობას აქტიურად ვაგრძელებთ

ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი დაგეგმილი გრაფიკის მიხედვით აგრძელებს სარეაბილიტაციო პროექტებზე მუშაობას თბილისის სხვადასხვა რაიონში. 2020 წელს 50 კმ სიგრძის წყალმომარაგების ქსელი განახლდება.  პროექტების ჯამური  ინვესტიცია 21 მლნ ლარია. ინფორმაციას კომპანიის პრესსამსახური ავრცელებს.

„ამჟამად ინტენსიური სამუშაოები მიმდინარეობს ჟვანია-შატბერაშვილის,  ბაღნარის, მანაგაძის და ჩარგლის ქუჩებზე, ასევე ნუცუბიძის მე-4 მიკრორაიონსა და სოფელ დიღომში. თითოეული პროექტის ფარგლებში იცვლება მოძველებული ქსელი, მონტაჟდება ევროსტანდარტის ჩამკეტ- მარეგულირებელი ურდულები, რაც შესაძლებლობას გვაძლევს წყლის ნაკადები კიდევ უფრო ეფექტურად ვმართოთ. ასევე ეწყობა სახანძრო ჰიდრანტები და საკვანძო ჭები. სამუშაოების დასრულებისთანავე წყალმომარაგების ახალი ქსელი ეტაპობრივად შედის ექსპლუატაციაში”, –  ზურაბ ალფაიძე, ჯივიპის ტექნიკური დირექტორი.

ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი 2020 წელს  50 კმ სიგრძის წყალმომარაგების სისტემას აახლებს, რაც 70 000 ოჯახისთვის წყალმომარაგების გაუმჯობესებას  გულისხმობს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად