ზურა ჯაფარიძე: ფარცხალაძე ქართველი კადიროვია

„არ მჯერა, რომ ფარცხალაძე ამ ქვეყანაში იქნებოდა ისეთი გაბლატავებული, რომ მას არ ჰქონდეს ზურგი“, – ამის შესახებ „გირჩის“ პრეზიდენტობის კანდიდატმა ზურა ჯაფარიძემ ტელეკომპანია „პირველის“ ეთერში განაცხადა.

ზურა ჯაფარიძემ „ომეგა ჯგუფის“ საქმეზე სპორტის ყოფილი მინისტრის ლევან ყიფიანის გუშინდელი განცხადება შეაფასა და ამბობს, რომ ის გუშინ ისეთი დაშინებული ჩანდა „სრულ სისულელეებს ყვებოდა ფარცხალაძის დასაცავად“.

ზურა ჯაფარიძე ვარაუდობს, რომ ფარცხალაძე ლევან ყიფიანზე დღესაც ახორციელებს ზეწოლას.

„არ მჯრეა, რომ ფარცხალაძე ამ ქვეყანაში იქნებოდა ისეთი გაბლატავებული, რომ მას არ ჰქონეს ზურგი.
შეუძლებელია ამ ქვეყანაში ჰქონდეთ ისეთი იმუნიტეტი, როგორიც აქვს ფარცხალაძეს, თუ ეს იმუნიტეტი არ მოდის ივანიშვილისგან. მათ შორის ივანიშვილის პასუხისმგებლობაცაა, რომ ეს ადამიანი ასე დათარეშობს დღეს ქვეყანაში.

ქვეყანაში გვყავს კონკრეტული ადამიანი – ფარცხალაძე, რომელიც ჩვეულებრივი ქართველი კადიროვია. რასაც უნდა იმას აკეთებს, ოღონდ იმ განსხვავებით, რომ რაღაც სფეროები აქვს ჩაბარებული, იქნება სასამართლო, ბიზნესის რაღაც ნაწილი თუ მსგავსი.

მიუხედავად იმისა, ჩემი არც თუ ისე პოზიტიური დამოკიდებულებისა თვითონ ყიფიანის მიმართ, ადამიანი არის სრულიად გაუბედურებული, და რომელიც მზად არის ილაპარაკოს სრული სისულელეები, ოღონდ დაიცვას ფარცხალაძე, რომელიც სავარაუდოდ მასზე დღესაც ანხორციელებს ზეწოლას. ამის გამო ეს ადამიანი ყვება რაღაც ზღაპრებს. ეს ადამიანი დაშინებულია ისე, რომ ხმას ვერ იღებს და ყვება სრულ სისულელეებს, მე მგონი აქ გვაქვს პრობლემები გადასაწყვეტი“, – აცხადებს ზურა ჯაფარიძე.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...