A2 ბანერი
A2 ბანერი

ზურა იაკობიშვილი: კმაყოფილი არ ვარ, მაგრამ მედალი მაინც სასიხარულოა (ვიდეო)

გასული წლის მსოფლიო ჩემპიონი, მოჭიდავე ზურა იაკობიშვილი (70 კგ), წელს ბუდაპეშტის მსოფლიო ჩემპიონატზე ახალ წონით კატეგორიაში გამოვიდა. ოქროთი ვერა, მაგრამ უმედლოდ მაინც არ ბრუნდება სამშობლოში.

ბრინჯაოს ფინალში, რამდენიმე წუთის წინ, ქართველმა ფალავანმა უზბეკი მოწინააღმდეგე მშრალი ანგარიშით 0:10 დაამარცხა და მესამე ადგილი დაიკავა.

ზურა იაკობიშვილისთვის ეს მეორე მსოფლიოა. პარიზში, მან 65 კგ წონით კატეგორიაში ოქროს მედალი დაიმსახურა, წელს კი რუსთან, ძალიან ცოტა დააკლდა, რომ ფინალში გასულიყო.

ბრინჯაოს მოგების შემდეგ, ქართველი სპორტსმენი პირველ კომენტარს აკეთებს და ამბობს, რომ კმაყოფილი არ არის მესამე ადგილით, თუმცა ის, რომ უმედლოდ არ ბრუნდება, უხარია.

“რა თქმა უნდა, აქ ჩემპიონობისთვის ჩამოვედი. ძალიან დასანანი შეხვედრა წავაგე ფინალში გამსვლელი რუს მოწინააღმდეგესთან. ვერ შევაფასე ალბათ სათნადოდ მეტოქე და ვერ მოვინდომე, რომ მომეგო, ამიტომაც დავისაჯე. პირველად ვჭიდაობ 70 კილოში და მესამე ადგილი დავიკავე. მომავალში, შევეცდები ჩემპიონი გავხდე ისევ. მთლად კმაყოფილი არ ვარ, მაგრამ მედალი მაინც სასიხარულოა და მეც მიხარია”, – ამბობს ზურა იაკობიშვილი.

კომენტარები
იტვირთება...