ზურა გომელაური: ძირითადი ადამიანური საფუძვლები თუ არ იცი, აბდაუბდა გამოგივა ყველაფერი (ვიდეო)

“ძირითადი ადამიანური საფუძვლები თუ არ იცი, აბდაუბდა გამოგივა ყველაფერი“ – ასე მარტივად და უბრალოდ ახსნა ადამიანთა ყოფის მთელი ფილოსოფია მხატვარმა ზურაბ გომელაურმა….

ინტერვიუს სრული ვერსია შეგიძლიათ იხილოთ: ნებისმიერ  ურთიერთობაში, თუნდაც მეგობრობაში ზღაპრული გარემო თუ არ შეიქმნა, მემგონი არ შედგება ის მეგობრობა

ზურა გომელაური: ერთი კარგი თვისება მაქვს,-არ ვარ რაღაცაზე ჩამოკიდებული. დღეს ვინც არიან ჩემი მეგობრები, სულ ვაკვირდები  როგორ იქცევიან, მომწონს მათი ქცევა და მეც ვცდილობ  ასე მოვიქცე. ჩემთვის დიდი ადამიანები არიან ჩემი მეგობრები. ჩვენი ოჯახის მეგობრები იყვნენ რეზო თაბუკაშვილი, მედეა ჯაფარიძე… ერთხელ რეზომ მითხრა  დახატეო მედეაო და ვერ გავბედე… ისეთი  ლამაზი იყო, თან პატარა ვიყავი, ამათ რომ ვუყურებდი ბევრ რამეს ვსწავლობდი მათგან, მაგრამ არ გავჩერებულვარ. დღეს ვისთანაც ვმეგობრობ, მათაც ზუსტად ისე ვუყურებ როგორც რეზო თაბუკაშვილს. ჩვენ საერთოდ  გვახასიათებს, არ ვაფასებთ ჩვენს გვერდში მყოფ ადამიანებს, ეს პრობლემა გვაქვს. არ უნდა ჩაიკეტო სადღაც და  უნდა დაინახო აი ეს შენი  მეგობრები როგორი ბრძენები,  როგორი საინტერესოები, როგორი ტკბილები არიან.

სულ არის საუბარი იმაზე, რომ გაუფერულდა და დაიკარგა ფასეულობები და ღირებულებები. თქვენც ასე ფიქრობთ? ადრე უფრო  მეტად შეგვეძლო ეს ყველაფერი?

იცით, სიმართლეა… ამიტომ რეკლამირება უნდა მოხდეს ისეთი ადამიანების, რომლებიც მორალს უფრო პატივს სცემენ. თავისუფლება ის ხომ არა არის, რაც გინდა ის გააკეთო. თავისუფლება ჩემთვის ის არის, რომ თქვენი აზრი გავითვალისწინო, თქვენ მოგისმინოთ და აი ეს ცოტა აირია.

საოცარი, უკეთილშობილესი ადამიანები გვყავს და  ისინი უნდა წამოვწიოთ წინ, რათა ახალგაზრდებმა ნახონ, გაიცნონ ისინი. ისტორია არ უნდა წაშალო. ძირითადი ადამიანური საფუძვლები თუ არ იცი, აბდაუბდა გამოგივა ყველაფერი.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...