“ზუმბაძეს ლაფანყურიდან გადარჩენილების გამცილებლად, აშშ-ის ვეტერანთა ასოციაცია ასახელებს”

"ლაფანყურის სპეცოპერაციის საქმეზე, გადარჩენილების უცხოეთში გადაყვანაში თავდაცვის სამინისტროს გენერალური ინსპექციის უფროსის ყოფილი მოადგილე ვალერი ზუმბაძე ამერიკის შეერთებული შტატების ვეტერანთა ასოციაციის მიერ არის დასახელებული",-ამის შესახებ "აიპრესთან" საუბრისას პოლიტოლოგმა სოსო ცისკარიშვილმა განაცხადა. 

როგორც ცისკარიშვილი განმარტავს, ასოციაციის მიერ მოწოდებულ დოკუმენტში ზუმბაძე ფიგურირებს როგორც პირი, რომელსაც საზღვარზე ჰქონდა ურთიერთობა ლიკვიდირებულ პირებთან.

ვინ მოგაწოდათ ინფორმაცია, რომ ზუმბაძე ლაფანყურის სპეცოპერაციის დროს ჩეჩნების უცხოეთში გადაყვანაში მონაწილეობდა?

ეს გახლავთ ინფორმაცია, რომელიც მოწოდებულ იქნა ამერიკის შეერთებული შტატების ვეტერანთა ასოციაციის მიერ. სოლიდური ორგანიზაციაა და სახელდება მხოლოდ 1 გვარი ამ საზღვარზე ურთიერთობისა იმ ხალხთან, ვინც შემოტყუებულ იქნა 2012 წლის გაზაფხულიდან დაწყებული.

ამ დოკუმენტში თუ არის საუბარი სხვა ხელისუფლების წარმომადგენლებზე?

იმ დოკუმენტში სხვა პირებზე არავისზე წერია. სხვა თანამდებობის პირები იმ პერიოდში თავად იყვნენ დღე და ღამე ეთერში, მაგრამ ინფორმაცია, რომელსაც ისინი ავრცელებდნენ, აღმოჩნდა სიცრუე. უბრალოდ რამდენიმე მათგანი შეხვდა ამ საბჭოს წევრებს, რომლებიც ფაქტების დადგენას ცდილობდნენ, ისინი თვითონ არავინ მალავდნენ, ვინც საუბრობდა თუ როგორ იყო და რა მოხდა.

აღნიშნული შინაარსის ბრალდებას ვალერი ზუმბაძემ "აიპრესთან" საუბრისას უსაფუძვლო უწოდა.

შეგახსენებთ, საქართველო–რუსეთის(დაღესტნის მონაკვეთის) საზღვარზე, ლოპოტას ხეობაში, საქართველოს შს სამინისტრომ ე. წ. ანტიტერორისტული ოპერაცია 2012 წლის 28 აგვისტოს გვიან ღამით დაიწყო. მაშინდელი შსს–ს ცნობით, სპეცოპერაცია ლაფანყურის ტყიდან 5 ახალგაზრდის გატაცებას მოჰყვა. შსს ირწმუნებოდა, რომ შეიარაღებულმა ჯგუფმა საქართველოს საზღვარი გადმოკვეთა და ახალგაზრდები მძევლებად აიყვანა.

კომენტარები
იტვირთება...