ზუკა ბერძენიშვილი: იკვეთება გახარიას, როგორც სადისტის და სადამსჯელო ღონისძიების აღმსრულებლის პასუხისმგებლობა

ამის შესახებ ანტისაოკუპაციო მოძრაობის ერთ-ერთმა ლიდერმა ზუკა ბერძენიშვილმა “ტვ პირველის” ეთერში განაცხადა.

“პირველ რიგში, სამართლებრივი, პოლიტიკური, მორალური და ადამიანური პასუხისმგებლობა აუცილებლად უნდა დაეკოსროს გიორგი გახარიას. ან იკვეთება მისი პასუხისმგებლობა, როგორც სადისტის და სადამსჯელო ღონისძიების აღმსრულებელი, ან მისი უპასუხისმგებლობა ჯერ კიდევ შუა ღამით, 3-4 საათზე მოქალაქეები, ჟურნალისტები, დაზარალებული ადამიანები მოვუწოდებდით, რომ გამოდით და შეწყვიტეთ ყოვლად გაუმართლებელი სისხლისღვრა, თუმცა გაგრძელდა დილამდე. ვიხილეთ ყოველგვარი ბუტალური კადრები რაც ხდებოდა და გამოძიება როდისმე დაადგენს, თუმცა გამოუძიებლადაც აშკარაა, რომ დანაშაულები ჩაიდინეს”, – განაცხადა ზუკა ბერძენიშვილმა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...