ზუგდიდში ვლაქერნობის დღესასწაული აღნიშნეს

ტრადიციულად ამ დღეს, ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმიდან ღვთისმშობლის კვართი და აქ დაცული სხვა სიწმინდეები მშენებარე საკათედრო ტაძარში გადაიტანეს. მსვლელობაში სასულიერო პირებთან ერთად მონაწილეობდა მრევლი. დღესასწაულთან დაკავშირებით, ჩამოვიდნენ მომლოცველები როგორც საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან, ასევე უცხო ქვეყნებიდან.

ივერიის ღვთისმშობლის ხატის სახელობის საკათედრო ტაძარში სადღესასწაულო ლიტურგია ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტმა მეუფე გერასიმემ სხვა სასულიერო პირებთან ერთად აღავლინა.

ვლაქერნობის დღესასწაულის აღნიშვნა 1990 წლიდან საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის კურთხევით აღდგა და ყოველი წლის 15 ივლისს ტარდება.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...