ზუგდიდში, თემირლან მაჩალიკაშვილის საქმეზე საგამოძიებო კომისიის შექმნის მოთხოვნით, მშობლები ხელმოწერებს აგროვებენ

ზუგდიდში, თემირლან მაჩალიკაშვილის საქმეზე საგამოძიებო კომისიის შექმნის მოთხოვნით, მისმა მშობლებმა ხელმოწერების შეგროვება დაიწყეს.

როგორც მალხაზ მაჩალიკაშვილი აცხადებს, ხელმოწერები იმისთვის გროვდება, რომ თემირლან მაჩალიკაშვილის საქმეზე პარლამენტში დროებითი საგამოძიებო კომისია შეიქმნას.

მიმდინარე წლის 29 მაისს, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე თემირლან მაჩალიკაშვილის საქმეზე საგამოძიებო კომისიის შექმნას დეპუტატებმა მხარი არ დაუჭირეს.

დადგენილების პროექტს საგამოძიებო კომისიის შექმნის თაობაზე 30-მა დეპუტატმა დაუჭირეს მხარი მაშინ, როდესაც რეგლამენტის მიხედვით, გადაწყვეტილების მიღებას 50 დეპუტატის ხმა სჭირდებოდა.

თემირლან მაჩალიკაშვილის საქმეზე საგამოძიებო კომისიის შექმნას “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” ითხოვდა. ფრაქციამ საქართველოს პარლამენტს განსახილველად შესაბამისი დადგენილება თებერვალში წარუდგინა, ხოლო საკითხი საკანონმდებლო ორგანომ  განიხილა.

 

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...