ზუგდიდში თანამედროვე სტანდარტის შესაბამისი ავტოპარკი შენდება

ზუგდიდში თანამედროვე სტანდარტის შესაბამისი ავტოპარკი შენდება. ავტოპარკის მოწყობის სამუშაოებს ზუგდიდის მერი გიორგი შენგელია, პირველ მოადგილესთან ერთად გაეცნო.

„ზუგდიდში ვაშენებთ ახალი, თანამედროვე სტანდარტის შესაბამის ავტოპარკს. მუნიციპალიტეტში მსგავსი ტიპის ავსტოსადგომი არასდროს არ გვქონია. წლის ბოლომდე ავტოპარკს ახალი ავტობუსებით განვაახლებთ, რომლის მომსახურებით ისარგებლებენ როგორც ქალაქის, ასევე ადმინისტრაციულ ერთეულების მცხოვრებლები. სხვადასხვა სოციალური ჯგუფისთვის საშეღავათო ტარიფები დაწესდება, გადახდის სისტემა კი ელექტრონული გახდება, ეს მოსახლეობას გაუადვილებს შეღავათებით სარგებლობას და მგზავრობასაც მეტად კომფორტულს გახდის”–აღნიშნა გიორგი შენგელიამ.

ზუგდიდს 2019 წლიდან 15 ახალი თანამედროვე სტანდარტის შესაბამისი ავტობუსი ჰყავს, ხოლო წლის ბოლომდე, დამატებით 25 ახალი ავტობუსი ეყოლება.

ახალი ავტობუსები ადაპტირებულია შეზღუდული შესაძლებლობის პირებისთვის და აღჭურვილია კლიმატკონტროლის სისტემით.

მოსაცდელებზე დამონტაჟდა ელექტროტაბლოები.

ავტოპარკის მოწყობის სამუშოებისთვის საქართველოს რეგიონში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან 1 194 495 ლარია გამოყოფილი.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად