ზუგდიდში თამაზ, ჯემალ და ლერი მოსიების სახელობის ვარსკვლავი გაიხსნა

ხალხური სიმღერისა და ცეკვის ანსამბლ “ჩელას” 50 წელი შეუსრულდა.

ნახევარსაუკუნოვანი იუბილეს აღსანიშნავად, კულტურის ცენტრ „ოდიშის“ შენობასთან ანსამბლის ხელმძღვანელების თამაზ, ჯემალ და ლერი მოსიების სახელობის ვარსკვლავი გაიხსნა და კონცერტი გაიმართა.

ღონისძიებას სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული ალექსანდრე მოწერელია და „ქართული ოცნების” ზუგდიდის მერობის კანდიდატი, გიორგი შენგელია ესწრებოდნენ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...