ზუგდიდში, თამარ მეფის ქუჩაზე 150-მდე ძირი სხვადასხვა ჯიშის ხე დაირგო

სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციისა და ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის ორგანიზებით, თამარ მეფის ქუჩაზე გამწვანების მასშტაბური აქცია გაიმართა. დაირგო 150-მე ძირი სხვადასხვა ჯიშის ხე.

გამწვანების აქციას სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული ალექსანდრე მოწერელია მოადგილეებთან, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერ გიორგი შენგელიასთან, საკრებულოს თავმჯდომარე მამუკა წოწერიასთან და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად შეუერთდა.

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერის გიორგი შენგელიას განცხადებით, გამწვანების აქციები მუნიციპალიტეტის მასშტაბით სხვადასხვა ლოკაციაზე მომავალშიც ჩატარდება.

მიმდინარე წელს თამარ მეფის ქუჩაზე საავტომობილო გზის სრული რეაბილიტაცია განხორციელდა. მოწესრიგდა სანიაღვრე არხები, მოეწყო მიერთებები, მოსახლეობის ეზოებში შესასვლელები,ბორდიურები და ტროტუარები, კეთილმოეწყო მრავალბინიანი კორპუსების ეზოები.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად