ზუგდიდში, ივერის ღვთისმშობლის მშენებარე ტაძრის ეზოში ტრაპეზი მიმდინარეობს- სუფრა 1500 ადამიანზეა გაშლილი

ზუგდიდის ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის სახელობის საკათედრო მშენებარე ტაძრის ეზოში ტრაპეზი მიმდინარეობს. სუფრა 1500 ადამიანზეა გაშლილი.

მას სხვადასხვა ეპარქიების სამღვდელოების წარმომადგენლები ესწრებიან, მასპინძელი ზუგდიდ – ცაიშის ეპარქიის მიტროპოლიტი მეუფე გერასიმეა.

როგორც ერთ-ერთმა სასულიერო პირმა აღნიშნა, ტრაპეზი ზუგდიდელი, უკრაინაში მოღვაწე ბიზნესმენის გიორგი ბერიშვილის შემოწირულობის ხარჯზე იმართება და სოციალურად დაუცველ პირებზეა გათვლილი.

“დღეს ჩვენი ეპარქიის სამღვდელოება, მორწმუნე ერი შეიკრიბა, რათა ვილოცოთ ჩვენს ქვეყანაში მშვიდობისათვის, ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისთვის. მოგეხსენებათ, რომ ამ ბოლო დროს განვითარდა მოვლენები, რომლებიც გარეთ თუ შიგნით, ძალიან აღელვებს საზოგადოებას და ჩვენ დღეს წირვა-ლოცვაჩავატარეთ.

უფალს შევევედროთ, რომ უპირველეს ყოვლისა, საქართველოში მშვიდობა და კეთილდღეობა იყოს. ეს ყველაფერი  ერთსულოვნებით მოხდება, როდესაც ერი და ბერი შეიკრიბება, როდესაც ერი და ბერი ერთად დადგება ღვთის წინაშე. ჩვენც ასეთი ფორმით გადავწყვიტეთ, უფალს შევევედროთ ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა, მშვიდობის დამკვიდრება და სიყვარული უფლისა და მოყვასის. რაც შეეხება ხელმოწერების შეგროვებას, არ ვიცი რა ხელმოწერები გროვდება”,- განაცხადა მეუფე გერასიმემ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...