ზუგდიდში, სოფელ ჭითაწყარში საცხოვრებელი სახლის მეორე სართული დაიწვა – ხანძარი ლიკვიდირებულია

ხანძარი იყო ზუგდიდში. სოფელ ჭითაწყარში თეთრი გიორგის ქუჩაზე არსებული საცხოვრებელი სახლის მეორე სართული დაიწვა, სადაც 3 დევნილი ოჯახი ცხოვრობდა.

ადგილზე მობილიზებულია სახანძრო სამაშველო სამსახურის თანამშრომლები. ამდროისთვის ხანძარი ლიკვიდირებულია. ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა.

შსს ინფორმაციით, მომხდართან დაკავშირებით დაწყებულია გამოძიება.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...