ზუგდიდში, სკოლაში მიმავალ ბავშვს ავტომობილი დაეჯახა

ზუგდიდში, სკოლაში მიმავალ ბავშვს ავტომობილი დაეჯახა. როგორც თვითმხვილველები ყვებიან, ბავშვი ქვეითთა სავალ ნაწილზე მიდიოდა, როდესაც ძაღლმა შეაშინა და შეშინებული საავტომობილო გზაზე გადახტა, რა დროსაც მანქანა დეჯახა.

ფაქტი თავისუფლების ქუჩაზე მოხდა. მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებული ბავშვის მდგომარეობა სტაბილურია. როგორც ზუგდიდის რეფერალური საავადმყოფოს კლინიკური დირექტორი სულხან ორჟონია აცხადებს, მოზარდს ქალა-ტვინის დახურული ტრავმა, შუბლის წილის დაჟეჟილობა და ცხვირის ძვლის მოტეხილობა აღენიშნება.

შს სამინისტრომ მომხდარზე გამოძიება 276-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...