ზუგდიდში, სკეიტ პარკში აგვისტოს ომის გმირების მემორიალი გაიხსნა

ზუგდიდში, სკეიტ პარკში აგვისტოს ომის გმირების მემორიალი გაიხსნა და მათ ხსოვნას ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა პატივი მიაგეს.

2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის დროს გმირულად დაღუპული სერგო გოროზიას დედა მზია გოროზია მიიჩნევს, რომ სკეიტ-პარკში დადგმული ომის გმირების მემორიალი მებრძოლების პატივისცემის ნაცვლად მათი შეურაცხყოფაა. გოროზიასთვის კატეგორიულად მიუღებელია ბეტონის ქანდაკება და მემორიალის დეტალები.

„სირცხვილი ზუგდიდის მერიას, რადგან მათ ოთხი გმირი ჰყავთ აქ და არ მიხედეს. ბეტონის მონოლითის მეტი ღირსი არ იყვნენ ეს ბიჭები? ეს მემორიალი უფრო სამამულო ომის გმირების მემორიალს ჰგავს. რა თქმა უნდა, მათი ხსოვნის პატივისცემისთვისაც უნდა იდგეს აქ ძეგლი და აფხაზეთის ომში დაღუპული ბიჭებისთვისაც, მაგრამ ჩვენც ხომ ვიმსახურებთ?! ეს არც ამ ადგილისთვისაა შესაფერი და არც გმირების ხსოვნის უკვდავსაყოფად. ჩვენს ბიჭებს ჩექმები არ ეცვათ, არც საველე ფორმას ჰქონდა სამხრეები, არც ეს იარაღი ეჭირათ. შეიძლება, ვინმემ თქვას, რომ სიმბოლურია, მაგრამ სიმბოლურად თუნდაც, უნდა გააკეთო ისეთი, რა ფორმითაც წავიდნენ ბიჭები ომში“, – ამბობს გოროზია.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...