ზუგდიდში, შუახნის მამაკაცმა სანადირო თოფით თვითმკვლელობა სცადა

ზუგდიდში, შუახნის მამაკაცმა სანადირო თოფით თვითმკვლელობა სცადა.

როგორც ზუგდიდის რეფერალური საავადმყოფოს კლინიკური დირექტორი სულხან ორჟონია აცხადებს, სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახურის მიერ კლინიკაში რამდენიმე წუთის წინ შეიყვანეს პაციენტი, რომელსაც ყელის არეში აქვს ერთი ჭრილობა.

მამაკაცს სამედიცინო გამოკვლევები უტარდება და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...