ზუგდიდში საცხოვრებელი კორპუსის კედლის NATO-ს თემატიკაზე მოხატვა დილიდან დაიწყო

ზუგდიდში, არტ გალერის მიმდებარე ტერიტორიაზე, საცხოვრებელი კორპუსის კედლის NATO-ს თემატიკაზე მოხატვა დილიდან დაიწყო,- ამის შესახებინფორმაციას ზუგდიდის მერია ავრცელებს. 

სსიპ ,,საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ“ პროექტის ,,შეNს ქალAქს დაუTOვე“ ფარგლებში, საქართველოს მოსახლეობაში ჩრდილოატლანტიკური ალიანსის – NATO-ს შესახებ ცნობადობის გაზრდის, ხალხის ინფორმირებულობის, მოსახლეობის გააქტიურებისა და მათი საქართველოს ევროატლატიკურ ორგანიზაციაში ინტეგრაციის პროცესში ჩართვის მიზნით სხვადასხვა კულტურულ ღონისძიებებს ახორციელებს.

პროექტი საქართველოს 10 ქალაქში ხორციელდება და მას კონკურსის სახე აქვს. ახალქალაქში, ბათუმში, გარდაბანში, გორში, თელავში, მესტიაში, რუსთავში, ქუთისსა და ზუგდიდში საგანგებოდ შერჩეული ესკიზების ქუჩის მხატვრების მიერ კედელზე გადატანის პროცესი მიმდინარეობს.

პროექტის შემდეგი ეტაპი გულისმობს ერთი გამარჯვებული ქალაქის გამოვლენას. ნამუშევრების ავტორები სპეციალური პრიზებით დაჯილდოვდებიან. ➡NATO-ს დღეები საქართველოში 8-11 აპრილს სხვადასხვა კულტურული ღონისძიებებით აღინიშნება.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...