ზუგდიდში, საქართველოსა და ევროკავშირის დროშები საზეიმო ვითარებაში აღმართეს

საქართველოს ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის თავმჯდომარეობასთან დაკავშირებით, ზუგდიდში, სამხარეო ადმინისტრაციის შენობის წინ, საქართველოსა და ევროკავშირის დროშები საზეიმო ვითარებაში აღმართეს.

ზუგდიდის მერმა გეგა შენგელიამ ღონისძიებაზე შეკრებილ მოსახლეობას სიტყვით მიმართა და განაცხადა რომ, ძალა ევროპაშია.

“მოგეხსენბათ საქართველო 27 ნიემბრიდან ევროსაბჭოს თავმჯდომარე ქვეყანაა, რაც ჩვენი ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანესი მოვლენაა.ეს იქნება დამატებითი შესაძლებლობა, რათა კიდევ ერთხელ ვთქვათ ჩვენი სიტყვა დიდ ევროპულ ოჯახში”- განაცხადა გეგა შენგელიამ.

ღონისძიება „ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ფრთის ორგანიზებით საქართველოს ყველა დიდ ქალაქში იმართება.

შეგახსენებთ, რომ 27 ნოემბრიდან 2020 წლის 15 მაისამდე, საქართველო ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის თავმჯდომარე ქვეყანა ოფიციალურად გახდა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად