ზუგდიდში, საქართველოს ბანკის ფილიალი დააყაჩაღეს და მძევლები ჰყავთ აყვანილი

ზუგდიდში საქართველოს ბანკის ფილიალი დააყაჩაღეს და მძევლებად ბანკში მყოფი ადამიანები აიყვანეს, ადგილზე მობილიზებული შსს-ს სპეცრაზმი.

“ერთი ადამიანი შეიჭრა. სავარაუდოდ თოფი აქვს. ასე მახსოვს. რამდენჯერმე გაისროლა და ეგრევე შევიდა, მე ვიდექი აპარატთან, კლიენტს ვემსახურებოდი. გვითხრა დაწექით ყველანი, ძარცვააო, სხვა არაფერი მე არ მახსოვს.
არც ვიცი გარეთ როგორ მოვხვდი. კლიენტს ვემსახურებოდი და ალბათ მაგან გამომიყვანა. რამდენი თანამრომელია შიგნით არ ვიცი.
ნიღბის გარეშე იყო”, – აცხადება ბანკის ერთ-ერთი თანამშორმელი “მთავარ არხთან”.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად