ზუგდიდში, სამშენებლო და სარემონტო მასალების ჰიპერმარკეტი – “გორგია” გაიხსნა

სამშენებლო და სარემონტო მასალების კომპანია "გორგიამ" დღეს ზუგდიდში, კიდევ ერთი ჰიპერმარკეტი გახსნა. ცერემონია სოფელ რუხში "რუხი მოლში", 12:00 საათზე გაიმართა.

ღონისძიება ჰიპერმარკეტ "გორგიას" მენეჯმენტთან ერთად, ზუგდიდის გუბერნატორმა და საპატნიორო ფონდის დირექტორის მოადგილემ გახსნა. 3000 კვადრატულ მეტრზე განთავსებულ ჰიპერმარკეტში, მომხმარებელს 30 000-მდე დასახელების პროდუქტის შეძენა შეეძლება.

ჰიპერმარკეტის გახსნა ზუგდიდში, სამშენებლო და სარემონტო მასალებზე გაზრდილმა მოთხოვნამ განაპირობა. ჰიპერმარკეტის მაღალი სტანდარტების შესაბამისად, მოწყობაზე, სხვადასხვა ქვეყნიდან მოწვეული უცხოელი სპეციალისტები მონაწილეობდნენ. კომპანიის ინფორმაციით, ჰიპერმარკეტში 70-მდე ადამიანი დასაქმდა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად