ზუგდიდში, “სამეგრელოს ხმის” ლიდერის თენგიზ ჯგუშიას ორგანიზებით საპროტესტო აქცია გაიმართა

ზუგდიდში იქკ-ს დასახლებაში სამოქალაქო მოძრაობა ” სამეგრელოს ხმის” ლიდერის თენგიზ ჯგუშიას ორგანიზებით საპროტესტო აქცია გაიმართა. თენგიზ ჯგუშიამ აქციის მონაწილეებს აჩვენა ადგილი, სადაც მისი თქმით სრულიად ყველა სანიტარული და ეკოლოგიური ნორმების დარღვევით შენდება ცემენტის ქარხანა. მისი თქმით, ქარხანა ფაიფურის დასახლებაში უნდა აშენებულიყო, თუმცა გარემოს დაცვისა და სოფლის მინისტრის ლევან დავითაშვილის ინიციატივით გადმოიტანეს იქკ დასახლებაში.

სამოქალქო აქტივისტმა უკვე დაიწყო ხელისუფლებისთვის გასაგზავნი განცხადებაზე ხელმოწერების შეგროვება.
ადგილობრივი ხელისუფლება კატეგორიულად უარყოფს იქკ. ს ტერიტორიაზე ცემენტის ქარხნის მშენებლობას. ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ მამუკა წოწერიამ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ მსგავსი ტიპის ქარხნის მშენებლობაზე ზუგდიდის მერიას ნებართვა არ გაუცია.
რაც შეეხება თენგიზ ჯგუშიას, იმ შემთხვევაში თუ მშენებლობა არ შეჩერდბება, საპროტესტო აქციებს აანონსებს როგორც ზუგდიდში, ასევე, პრემიერმინისტრის მისაღებთან.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად