ზუგდიდში საკანალიზაციო სამუშაოების პროცესში მიწა ჩამოიშალა და ორი მუშა დაშავდა

ზუგდიდში, ჩიქობავას ქუჩაზე მიმდინარე საკანალიზაციო სამუშაოების დროს ორი მუშა დაშავდა.

არსებული ინფორმაციით, სამუშაოების შესრულების პროცესში მიწა ჩამოიშალა და ორი ადამიანი ჩავარდა. ორივე მუშის ამოყვანა სამაშველო სამსახურმა უკვე შეძლო და მათი მდგომარეობა სტაბილურია.

ისინი სასწრაფო დახმარების მანქანამ სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანა. ადგილზე მობილიზებულია პოლიცია.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...