ზუგდიდში სადეზინფექციო საშუალებებით ქუჩების დამუშავება მიმდინარეობს

კორონავირუსის საპრევენციო ღონისძიებების ფარგლებში, ზუგდიდში ქუჩების სადეზინფექციო საშუალებებით დამუშავების პროცესი მიმდინარეობს.

დღეს, სპეციალური ხსნარით, ზუგდიდის ცენტრალური ბულვარი და მიმდებარე ტერიტორია მოირეცხება.

სამუშაოების მიმდინარეობას ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერი გიორგი შენგელია, მაჟორიტარი დეპუტატი ედიშერ თოლორაია და საკრებულოს თავმჯდომარე მამუკა წოწერია ადგილზე გაეცნენ.
სადეზინფექციო სამუშაოები ა(ა)იპ ,,კეთილმოწყობის მართვის ცენტრმა“, ა(ა)იპ ,,ზუგდიდასუფთავებას ცენტრმა “ და შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის ცენტრმა ერთობლივად განახორციელეს.

ზუგდიდის მუნიციპალიტეტში დეზინფექცია უკვე ჩაუტარდა მრავალბინიან კორპუსებს, საჯარო სკოლებს, საბავშო ბაღებსა და სხვადასხვა შენობებს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად