ზუგდიდში საბავშვო ბაღი გაქურდეს

ზუგდიდში,თავისუფლების ქუჩაზე მდებარე მე-15 საბავშვო ბაღში, დილას მისულ ბაღის გამგეს ინეზა ზაქარაიას, ოთახებში ტელევიზორები და მუსიკალური ცენტრი არ დახვდა.
“საღამოს დავკეტე რკინის კარები და დილას რომ მოვედი, ფანჯარა ღია დამხვდა და კარებიც ჩამტვრეული. ადგილზე არ იყო 2 ტელევიზორი და მუსიკალური ცენტრი ჩიპებით,ეგრევე გამოვიძახე პოლიცია“,- გვითხრა მან. ბაღში ამ დრომდე კრიმინალისტები იმყოფებოდნენ. საბავშვო ბაღის დირექტორი კი პოლიციაში გამოკითხვაზე იმყოფება.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად