ზუგდიდში, საარჩევნო უბანთან სროლის ფაქტზე შსს-მ გამოძიება დაიწყო

ზუგდიდში, ფაიფურის დასახლებაში, მე-7 საჯარო სკოლის მიმდებარედ, სადაც მე-7 სკოლაში ორი საარჩენო უბანი 87-ე და 21-ე მდებარებს, სროლის ფაქტზე შსს-მ გამოძიბა დაიწყო.

უწყების ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლით დაიწყო, რაც ცეცხლასოლი იარაღის უკანონო შეძენა, შენახვასა და ტარებას გულისხმობს.

გავრცელებული ინფორმაციით, ფაქტის დაფიქსირება 87-ე საოლქო საარჩევნო კომისიის “ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენელმა გადაიღო, რომელიც ამ წუთებში კვლავ გამოკითხვაზე იმყოფება.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...