ზუგდიდში, ქალაქის ცენტრში ქალი გაძარცვეს

არსებული ინფორმაციით, ქალს უცნობი მამაკაცი თავს დაესხა და საფულე წაართვა, სადაც ფული და მობილური ტელეფონი იდო.

პოლიციის თანამშრომლებმა დამნაშავე ადგილზე დააკავეს. დაკავებული ბრალს აღიარებს.

შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ მომხდარ ფაქტზე გამოძიება 178-ე მუხლის მეორე ნაწილია “ა” ქვეპუნქტით დაიწყო, რაც ძარცვას გულისხმობს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად