ზუგდიდში პურის ფქვილი გაძვირდა

რამდენიმე დღის წინ ერთი ტომარა 64 ლარი ღირდა, დღეს კი ფასმა 72 ლარამდე მოიმატა, თუმცა პურის ფასი არ მომატებულა.

პურზე ფასის ზრდას არ გეგმავენ შპს “ნარო” და ,,შპს ლეკო”. როგორც ქარხნის მფლობელები აცხადებენ, ისინი ჯერჯერობით მთავრობის გადაწყვეტილებას ელოდებიან, რომელიც ფქვილზე სუბსიდირებას შეეხება.

“ჯერჯერობით მოლოდინის რეჟიმში ვართ.ამ მძიმე პერიოდში არ გვინდა პურის გაძვირება, რაღაც პერიოდი გვინდა გადავხედოთ და არ გავზარდოთ, სადამდეც გავქაჩავთ. მერე, როცა ვეღარ გავქაჩავთ და დახურვის პირას თუ ვიქენით, მაშინ ალბათ გავზრდით ფასს. წინა პანდემიისას ფქვილს სუბსიდირება გაუკეთეს, შევძელით და თავჯ გავიტანეთ. მოვახერხეთ არ გავჩერებულიყავით. ახლა ფასი რომ გავზარდოთ, ხალხიდან გამომდინარე ცუდია. ყიდვა გაუჭირდებათ და ესეც დააწვება მეორეს მხრივ კომპანიებს”- აცხადებენ პურის ქარხნის მეპატრონეები.
მთი თქმით, არის ვარაუდი, რომ ფქვილის ფასი ამ ღირებულებაზეც არ დარჩება. შექმნილ ვითარებაში კი მოგებაზე ლაპარაკიც ზედმეტია.
ცნობისთვის, პურის ღირებულება ზუგდიდში 70 თეთრიდან ერთ ლარამდე მერყეობს.

კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად