ზუგდიდში, “ნაცმოძრაობის” ოფისთან მომხდარ ინციდენტზე გამოძიება დაიწყო

ზუგდიდის “ნაციონალური მოძრაობის” ოფისთან ” “ქართული ოცნების” მხარდამჭერებმა საპროტესტო აქცია გამარტეს. სადაც ინციდენტი მოხდა.

ცოცხები, ყავარჯნები და კვერცხები – პროტესტის ეს ფორმა გამოიყენებს ზუგდიდიდში “ქართული ოცნების” მხარდამჭერებმა “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ” ოფისის წინ და ოპოზიციური პარტიის მხარდამჭერებს 9 წლიანი მმართველობა შემდეგი შეძახილებით შეახსენეს – “აიკრძალოს ნაციონალური მოძრაობა საქართველოში”, “ზუგდიდი შეუერთდება დემიშიზაციას”, “კასრების დრო ვერ დაბრუნდება” “არა მიშას” .

ენმ-ის ზუგდიდის ოფისთან აქციის მონაწილეებმა ცოცხები მიიტანეს და შესასვლელთან დაალაგეს. აქციაზე ასევე გამოჩნდა ყავარჯნები და კვერცხები. ყავარჯნის სროლისას ერთ-ერთი პოლიციელი დაშავდა და ჩაიმსხვა “ნაცმოძრაობის” ოფისის მინა.

მომოხდარ ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება 187 მუხლით დაიწყო, რაც  ნივთის დაზიანება ან განადგურებას გულისხმობს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად