ზუგდიდის მუნიციპალიტეტში, თხილის ჩასაბარებელ პუნქტთან ნაცემი ირაკლი ჭკადუა საავადმყოფოში გარდაიცვალა

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ინგირში ნაცემი ირაკლი ჭკადუა თბილისის ერთერთ კლინიკაში გარდაიცვალა.

ინციდენტი 9 სექტემბერს ერთერთ თხილის ჩასაბარებელ პუნქტთან მოხდა. გამოძიების ინფორმაციით, 1982 წელს დაბადებულ ირაკლი ჭკადუას ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს, მიღებული დაზიანებებით შედეგად დაშავებული 11 სექტემბერს კლინიკაში გარდაიცვალა.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის მე-5 ნაწილის “ე” ქვეპუნქტით გრძელდება, რაც ჯგუფურად ჩადენილ ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს. აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით 2 პირია დაკავებული.

გარდაცვლილი მამაკაცის ოჯახის წევრები დაკავებულების უმკაცრესად დასჯას ითხოვენ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად