ზუგდიდში მოსაცდელებს დეზინფექცია ჩაუტარდა

„კორონავირუსის საპრევენციო ღონისძიებების ფარგლებში“, მოქალაქეების უსაფრთხოების მიზნით, მოსაცდელებს დეზინფექცია უტარდება.

სადეზინფექციო საშუალებებით დამუშავების პროცესს ზუგდიდის მერის პირველი მოადგილე გიგა ფარულავა გაეცნო.

“ვაგრძელებთ საპრევენციო ღონისძიებების გატარებას. დღეს დეზინფექცია მოსაცდელებს ჩავუტარეთ. ეს პროცესი გაგრძელდება სისტემატურად. კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ ჩვენს მოქალაქეებს, მათივე უსაფრთხოებისთვის, გაითვალისწინონ რეკომენდაციები.  რაც უფრო დავიცავთ ამ მოთხოვნებს, მით უფრო დაბალი გვექნება გავრცელება. წესების დაცვით, პირბადის ტარებით, დისტანციით, ხელი უნდა შევუშალოთ ვირუსის გავრცელებას და მინიმუმამდე დავიყვანოთ რისკები. მოქალაქეების მხარდაჭერა კი უმნიშვნელოვანესია ამ პროცესში“, – აღნიშნა გიგა ფარულავამ.

ზუგდიდში დეზინფექცია უტარდება საბავშვო მოედნებს, აგრარულ ბაზარს, ადმინისტრაციულ შენობებს, ღია სივრცეებს და საზოგადოებრივ ტრანსპორტს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად