ზუგდიდში მერაბ კოსტავას ქუჩაზე გზა სრულად რეაბილიტირდება

ზუგდიდში გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები გრძელდება. გიორგი შენგელიამ ამჯერად თავისუფლების ქუჩაზე მიმდინარე სამუშაოები დაათვალიერა.

„ზუგდიდის მუნიციპალიტეტში ავარიული გზების რეაბილიტაცია აქტიურად მიმდინარეობს. არცერთი ხელისუფლების პირობებში ასეთი მასშტაბური სამუშაოები ერთდროულად არ განხორციელებულა.

საავტომობილო გზების დეპარტამენტმა ტენდერი გამოაცხადა 17 გზის სარეაბილიტაციო სამუშაოებზე, აქედან მერაბ კოსტავას ქუჩაზე ხორციელდება 2 კილომეტრიანი მონაკვეთის სრული რეაბილიტაცია, ხოლო დანარჩენზე მეორე ფენის დაგების სამუშაოები“, – აღნიშნა გიორგი შენგელიამ.

ამ ეტაპზე საავტომობილო გზების დეპარტამენტი 34 გზის სარეაბილიტაციო სამუშაოებს ახორციელებს. წლის ბოლომდე ზუგდიდში 60-მდე გზის რეაბილიტაცია განხორციელდება. წყალარინებისა და წყალმომარაგების სამუშაოების დროს დაზიანებული გზების რეაბილიტაცია ერთდროულად ხორციელდება. ასევე, მნიშვნელოვანია, რომ წყალმომარაგების სამუშოების დასრულების შემდეგ, სარგებელს 54 000 ადამიანი მიიღებს.

2013-2020 წლებში ზუგდიდში ჯამში 160 კმ გზა რეაბილიტირდა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად