ზუგდიდში, მატარებელი ქალს დაეჯახა

ზუგდიდში, მატარებელი ქალს დაეჯახა. დაშავებული სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახურმა ზუგდიდის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანა.

მედიკოსების თქმით, დაჯახების შედეგად დაშავებული 82 წლის ქალის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა და გადაუდებელი მედიცინის განყოფილებაში, მართვით სუნთქვაზე იმყოფება.
“112 ის მიერ, სატრანსპორტო შემთხვევის შედეგად შემოყვანილ იქნა ასაკოვანი ქალბატონი, მარცხენა ქვედა კიდურის ტრავმული ამპუტაციით. წვივის ზედა მესამედის დონეზე, ჰიპოვოლემიური შოკი. პაციენტი სასიცოცხლო ჩვენებით გადადის საოპერაციო ბლოკში. ავადმყოფის ზოგადი მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა”, – აცხადებენ საავადმყოფოში.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...