ზუგდიდში კორონავირუსის 2 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

ერთი მათგანი 50 წლამდე მამაკაცი ოქროს ბირჟაზე მუშაობს, მეორე კი 72 წლის ქალბატონი უმუშევარია. ამ დროისთვის 50 წლამდე მამაკაცის 45 კონტაქტია გამოვლენილი და მიმდინარეობს ღრმა ეპიდკვლევა.

რაც შეეხება მეორე დადსტურებულს 25 კონტაქტი ყავს, ამ შემთხვევაშიც მიმდინარეობს დამატებითი კვლევები.

ოქროს ბირჟა, რომელიც მდებარეობს რუსთაველის 94-ში დროებით დაიკეტა და ყველა თანამშრომლის ტესტირება მიმდინარეობს, ტერიტორიაზე ტარდება სადეზინფექციო სამუშაოები.

მუნიციპალიტეტის და რეგიონის ყველა მოქალაქეს, მოვუწოდებ დაიცვან ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გაცემული რეკომენდაციები. უნდა გავუფრთხილდეთ ჯანმრთელობას, ერთ ინფიცირებულს წესების დაუცველობის შემთხვევაში შეუძლია ზიანი მიაყენოს ძალიან ბევრ ადამიანს, რომელთა შორის არიან ბავშვები, მოხუცები ქრონიკული დაავადების მქონე ადამიანები, კიდევ ერთხელ გთხოვთ ყველას დავიცვათ რეკომენდაციები.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად