ზუგდიდში კორონავირუსის 56 ტესტიდან, 54 უარყოფითია, 1 დადებითი, 1 განმეორებით ტესტს საჭიროებს

ზუგდიდის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ინფორმაციით, კორონავირუსზე 56 პირი გამოიკვლიეს. აქედან, 20 სამედიცინო პერსონალია, 4 თვითიზოლაციდან, 10 კარანტინიდან, 22 კი პაციენტია.

56 ტესტიდან 54 – ის პასუხი უარყოფითია.

დღეს გამოკვლეული საზღვრის კვეთასთან დაკავშირებული 1 დადასტურებული შემთხვევის პასუხი პირველადი ტესტირებით უარყოფითია, თუმცა საჭიროებს განმეორებით ტესტირებას.
დადებითი კი რჩება პაციენტი, რომელიც ტრაილერის მძღოლის კონტაქტია.
ჯანდაცვის ცენტრის ინფორმაციით, ერთი პირი რჩება კვლევაში, მისი ტესტირების პასუხი მოგვიანებით იქნება ცნობილი.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად