ზუგდიდში კონცერტ ”პრეზიდენტის ნაძვის ხისთვის” ემზადებიან

ზუგდიდში კონცერტ ”პრეზიდენტის ნაძვის ხისთვის” ემზადებიან, რომელიც დღეს 17:00 საათზე დაიწყება.

კონცერტი სკეიტპარკში გაიმართება და საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ბავშვებს უმასპინძლებს. აღნიშნული საახალწლო ღონისძიება ზუგდიდში, საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის იმ პრიორიტეტებიდან გამომდინარე იმართება, რომელიც საქართველოს რეგიონების გაძლიერებასა და ქვეყნის საზოგადოებრივ ცხოვრებაში რეგიონების აქტიურ ჩართვას ითვალისწინებს.

გარდა ამისა, დღის განმავლობაში დაგეგმილია სხვადასხვა აქტივობები – 13:00 საათზე საშობაო ბაზრობა ზუგდიდისა და რეგიონის მუნიციპალიტეტების მონაწილეობით; 15:00 საათზე- წარმოდგენილი იქნება გ.ნახუცრიშვილის “ჭინჭრაქას” მიხედვით დადგმული სპექტაკლი „ბერიკაობა“, ზუგდიდის შალვა დადიანის სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრის დასის მონაწილეობით; ასევე, 16:00 საათზე- ზღაპრის გმირები, თოვლის ბაბუ და სანტა კლაუსი საგანგებო პროგრამით იზრუნებებენ ბავშვების გართობაზე.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად