ზუგდიდში, კომენდანტის საათის დარღვევის გამო 20-მდე პირი დაჯარიმდა

კომენდანტის საათის დარღვევის გამო ზუგდიდის 20 – მდე მოქალაქე დაჯარიმდა , – ამის შესახებ ზუგდიდის მერმა გიორგი შენგელიამ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა.

„მოვუწოდებ მოქალაქეებს დავიცვათ საგანგებო მდგომარეობის პირობებში არსებული წესები და დავემორჩილოთ წესრიგს რამეთუ საჯარიმო სანქციები ძალიან დიდია და მძიმე ტვირთად დააწვება ჩვენი მოქალაქეების ბიუჯეტს“, – განაცხადა მერმა.
მისივე ცნობით, ზუგდიდის მუნიციპალიტეტში განთასებულია 7 ბლოკ- პოსტი, სადაც ხორციელდება მოქალაქეთა თერმოსკრინიგნი და მათი გადაადგილების კონტროლი.

საქართველოში 2 აპრილის მონაცემებით კორონავირუსით ინფიცირებულია 130 ადამიანი, აქედან გამოჯანმრთელდა 27.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად