ზუგდიდში “კომბინატის დასახლებაში” მსუბუქი ავტომობილი დააზიანეს

ზუგდიდის მუნიციპალიტეტში, ე.წ. კომბინატის დასახლებაში მსუბუქი ავტომობილი დააზიანეს.

არსებული ინფორმაციით, მანქანის უკანა სავარძელზე უცნობმა პირებმა კუსტარულად დამზადებული ასაფეთქებელი ააფეთქეს. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. ინციდენტი გუშინ მოხდა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება დაწყებულია სსკ 187 მუხლითა (რაც ნივთის დაზიანება, ან განადგურება ) და 235 ( ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალის, ფეთქებადი ნივთიერების ან ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარება, დამზადება, გადაზიდვა, გადაგზავნა ან გასაღება) მუხლით მიმდინარეობს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად