ზუგდიდში კათოლიკოს-პატრიარქის მხარდამჭერი აქცია ჩატარდა

კათოლიკოს – პატრიარქის ილია მეორეს მხარდამჭერი მსვლელობა ზუგდიდის ვლაქერნის ღვთისმშობლის სახელობის ტაძრიდან დაიწყო.

აქციის ორგანიზატორების თქმით, მსვლელობის მიზანია მადლიერების გამოხატვა პატრიარქის მიმართ და ის ნაწილობრივ, ბოლო დროს საპატრიარქოს გარშემო მიმდინარე მოვლენებსაც უკავშირდება.

მეუფე გერასიმეს ლოცვა-კურთხევით მიმდინარე მსვლელობა, რომელშიც სასულიერო პირები და მოქალაქეები მონაწილეობდნენ, მშენებარე ტაძრის ეზოში დასრულდა.

ამის შემდეგ მეუფემ პარაკლისი ჩაატარა.

ცნობისათვის: 31 ოქტომბერს, სინოდის სხდომაზე მარტვილის მიტროპოლიტი მეუფე პეტრე მღვდელმთავრობიდან გადააყენეს. სხდომის დატოვების შემდეგ მან ილია მეორეს მამათმავლობის ცოდვით შეპყრობილი უწოდა

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად