ზუგდიდში გარდაცვლილი მამაკაცის ოჯახი, ექიმის წინააღმდეგ სამართლებრივ დავის დაწყებას გეგმავს

ქირურგიული ოპერაციის შემდეგ გარდაცვლილი თენგიზ ზარანდიას ოჯახის წევრები მომხდარში ზუგდიდის რეფერალური საავადმყოფოს ექიმს გიორგი გერლიანს ადანაშაულებენ და შესაბამის უწყებებს დახმარების თხოვნით მიმართავენ.

გარდაცვლილის შვილის განცხადებით, ქირურგმა ოპერაციის დროს არასწორი მანიპულაცია ჩაატარა, კერძოდ კი, ჭრილობებზე ნაკერები არასწორად დაადო, რასაც შემდგომი გართულებები მოყვა.

“სულ ჩაუტარდა ექვსი ოპერაცია, აქედან ოთხი ზუგდიდში და ორი თბილისში. თვეზე მეტხანს წვალობდა. პირველი ოპერაცია იყო უსისხლო. ოპერაციის შემდეგ ჭრილობა ცუდად იყო გაკერილი. პირველი არასწორი ოპერაციის შემდეგ კიდევ ხუთი დასჭირდა. რა თქმა უნდა ექიმს ვადანაშაულებთ “, – აცხადებს ზარანდიას ოჯახის წევრი.

ცხედარი გადასვენებულია ქუთაისის ექსპერტიზის ბიუროშია გადასვენებული და ოფიციალური დასკვნის შემდეგ ოჯახი სამართლებრივ დავას დაიწყებს.
მათი მოთხოვნაა, ექიმს შეუჩერდეს ლიცენზია.

რაც შეხება გავრცელებულ ინფორმაციას, იმასთან დაკავშირებით, რომ ექიმი რამდენიმე პირმა სცემა, ზარანდიას შვილი აღნიშნულ ინფორმაციას არ ადასტურებს და აცხადებს, რომ ექიმს ფიზიკური შეურაცხყოფა მხოლოდ გარდაცვლილის ძმამ მიაყენა.

“ჩემი ძმა იყო წასული შარვლის საყიდლად ბაზრობაზე, რა დროსაც ნახა ექიმი და სწორედ მაშინ მოხდა მათ შორის დაპირისპირება“,- აცხადებს ზარანდიას შვილი.
თავად გიორგი გერლიანი მედიასთან კომენტარს არ აკეთებს. ექიმის მამის ინფორმაციით, შვილმა ზუგდიდის რეფერალური საავადმყოფო უკვე დატოვა და რეაბილიტაციის კურსს ქალაქგარეთ გადის.

ექიმის ცემის ფაქტზე შს სამინისტრომ გამოძიება სსკ-ის 126-ე მუხლით დაიწყო, რაც ცემას ან სხვაგვარ ძალადობას გულისხმობს, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია. უწყების ცნობით, დანაშაულში მხილებულია არასრულწლოვანი.

ზუგდიდის რეფერალური საავადმყოფოს კლინიკური დირექტორის სულხან ორჟონიას განცხადებით, ფაქტს ჯანდაცვის სამინისტროს სამედიცინო რეგულირების სააგენტო და საავადმყოფოს შიდა მოკვლევის სამსახური სწავლობს. რაც შეეხება ექიმის ცემის ფაქტს, ექიმი თვითდინებით შემოვიდა საავადმყოფოში თავის ტვინის შერყევის დიაგნოზით, ჩაუტარდა შესაბამისი დახმარება და კლინიკიდან გაეწერა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად