ზუგდიდში ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუსში ბინა დაიწვა

ზუგდიდში, გამსახურდიას ქუჩაზე საცხოვრებელი კორპუსის მესამე სართულზე, ხანძრის შედეგად ბინა დაიწვა.

შს სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის ცენტრის განცხადებით, ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა, ხოლო გამომწვევ მიზეზებს გამოძიება დაადგენს.

მათივე ცნობით, კორპუსიდან მოსახლეობა ევაკუირებულია. შემთხვევის ადგილზე ამ წუთებში ხანძრის სალოკალიზაციო სამუშაოები მიმდინარეობს, ადგილზე მობილიზებულია სახანძრო-სამაშველო ბრიგადები, საპატრულო პოლიცია და სასწრაფო დახმარების ჯგუფები.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად