ზუგდიდში დღევანდელი აქციის ორგანიზატორები 15 000 ლარით დააჯარიმეს

დღეს, “ნაცმოძრაობის” წარმომადგენლებმა, მიხეილ სააკაშვილის ინიციატივით, ზუგდიდში, ათეულობით ადამიანი შეკრიბეს, სადაც კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით სადეზინფექციო საშუალებებს არიგებდნენ. თუმცა, შეკრებილ ხალხს შორის არ იყო დაცული დისტანცია, რომელიც რეკომენდაციით არის გათვალისწინებული. ასევე, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობის დროს, იკრძალება 10-ზე მეტი ადამიანის თავშეყრა.

აღნიშნულ ფაქტს, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, პარტია “ნაციონალური მოძრაობის”  დამფუძნებელი მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში გამოეხმაურა და განაცხადა: ზუგდიდში იმაზე მეტი ხალხი მოვიდა, ვიდრე მოსალოდნელი იყო – პოლიციამ ვერ იმუშავა

მომხდარი ფაქტის გამო, შინაგან საქმეთა სამინიტროს საპატრულო პოლიციამ საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევის გამო ორგანიზაცია „ახალი ლიდერების ინიციატივა“ დააჯარიმა.

საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევის გამო, საპატრულო პოლიციამ „ახალი ლიდერების ინიციატივა“ საქართველოს პრეზიდენტის დეკრეტის საფუძველზე 15 000 ლარით დააჯარიმა, რის შემდეგაც ოქმი ორგანიზაციის დირექტორს, კრისტინა მარია კოდი პუშოუს ჩაბარდა.

საქართველოს მთავრობის 2020 წლის 23 მარტის №181 დადგენილების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, ახალი კორონავირუსის გავრცელების აღკვეთის მიზნით, საგანგებო მდგომარეობის პერიოდში საჯარო სივრცეში 10 პირზე მეტი ადამიანის შეკრება აკრძალულია.
ორგანიზაციამ „ახალი ლიდერების ინიციატივა“ დღეს ზუგდიდში, 100 პირზე მეტი ადამიანი შეკრიბა.

შინაგან საქმეთა სამინისტრო მოქალაქეებს მოუწოდებს, დაიცვან საგანგებო მდგომარეობით დაწესებული შეზღუდვები, წინააღმდეგ შემთხვევაში, გამოყენებული იქნება კანონით გათვალისწინებული ღონისძიებები.

შეგახსენებთ, “ნაცმოძრაობის” წარმომადგენლებმა, მიხეილ სააკაშვილის ინიციატივით, ზუგდიდში, ათეულობით ადამიანი შეკრიბეს, სადაც კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით სადეზინფექციო საშუალებებს არიგებდნენ. თუმცა, შეკრებილ ხალხს შორის არ იყო დაცული დისტანცია, რომელიც რეკომენდაციით არის გათვალისწინებული.

 

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად