A1 ბანერი

ზუგდიდში დაკავებული აქციის მონაწილის წინააღმდეგ გამოძიება დაიწყო

სამეგრელო ზემო სვანეთის სამხარეო პოლიციის შენობასთან დაკავებული აქციის ერთ-ერთი მონაწილის რომან ჭანტურიას წინააღმდეგ გამოძიება 166-ე და 173-ე მუხლებით დაიწყო, რაც მწვრილმან ხულიგნობასა და პოლიციის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას გულისხმობს.

ამ წუთებში ზუგდიდის რაიონული პოლიციის სამმართველოს შენობასთან დაკავებულის ნათესავები იკრიბებიან და საპროტესტო აქციას გეგმავენ.

მანამდე, სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო პოლიციის უფროსს ნიკოლოზ დიასამიძეს, დაკავებული ბესიკ დგებუაძის ადვოკატი და ოჯახის ნათესავები შეხვდნენ.

შეხვედრის დასრულების შემდეგ დაკავებულის ადვოკატმა ბაჩუკი ყურაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ კონკრეტული გადაწყვეტილების შესახებ ვერანაირი ინფორმაცია ვერ მიიღეს. როგორც ადვოკატმა აღნიშნა, პოლიციაში უთრეს, რომ ყველას შეუძლია მშვიდობიანი აქციის  გამართვა, მაგრამ ცენტრალური გზის გადაკეტვა არა.

ბესიკ დგებუაძის ახლობლები ელოდებოდნენ კონკრეტული გადაწყვეტილებას, მაგრამ რადგან არ იქნა მიღებული, ისინი შეეცადნენ ზუგდიდი ცენტრალური გზა გადაეკეტათ, რისი საშულებაც პოლიციამ არ მისცა, რა დროს ერთ-ერთი აქციის მონაწილე დააკავეს.

ბესი დგებუაძის ოჯახის წევრები და ახლობლები საპროტესტო აქით ზუგდიდის პროკურატურისკენ მიემართებიან.

 

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...