ზუგდიდში, დადიანების სასახლის ეზოში კონსტანტინე გამსახურდიამ საჯარო ლექცია წაიკითხა

ზუგდიდში, დადიანების სასახლის ეზოში საქართველოს პირველი პრეზიდენტის ვაჟმა კონსტანტინე გამსახურდიამ საჯარო ლექცია წაიკითხა თემაზე – „პრეზიდენტ გამსახურდიას მოღვაწეობა ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის სფეროში“.

როგორც გამსახურდიამ ლექციის დასრულების შემდეგ განაცხადა, დღევანდელი ღონისძიება დამოუკიდებელი ქართული ადვოკატურის 100 წლის იუბილის ფარგლებში გაიმართა და ლექცია შეეხებოდა მოძრაობას, რომელიც მასობრივ ეროვნულ- განმათავისუფლებელ მოძრაობას წინ უძღოდა, ეს იყო უფლებადამცველური მოძრაობა საქართველოში, რომელიც ზვიად გამსაზურდიას და მერაბ კოსტავას სახელს უკავშირდებოდა

. ღონისძიებას ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე და სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში მოღვაწე ადვოკატები ესწრებოდნენ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად