ზუგდიდში covid-19-ის 5 ახალი შემთხვევიდან 4 ინფიცირებული მესანთლის და ოქროს ბირჟის თანამშრომლის კონტაქტია

ზუგდიდში კორონავირუსის დადასტურებული 5 ახალი შემთხვევიდან ერთი ე.წ. საბერიოს კლასტერის წევრია, დანარჩენი ოთხი კი ინფიცირებული მესანთლე ქალისა და ოქროს ბირჟის თანამშრომელი კაცის კონტაქტია, მათ შორის, სამი მეზობელი, ერთი კი მამაკაცის თანამშრომელია. 

სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში სახელმწიფო რწმუნებულის მოვალეობის შემსრულებელის მალხაზ თორიას ინფორმაციით, სულ ზუგდიდის ინფექციური საავადმყოფოს ლაბორატორიაში 600-ზე მეტი ნიმუში გაიტესტა, დარჩენილია 200-მდე ბიოლოგიური ნიმუში.

“ოთხიდან ორი უკავშირდება 50 წლამდე მამაკაცის კონტაქტს, იგი ინფიცირებული მამაკაცის მეზობელია. ერთი არის 70 წლამდე ინფიცირებული ქალის მეზობელი, ხოლო ერთი ოქროს ბირჟის თანამშრომელი. რაც შეეხება მეხუთე ინფიცირებულს, იგი ოკუპირებული აფხაზეთიდანაა გადმოყვანილი. რაც შეეხება კოვიდინფიცირებულთა რაოდენობას რეგიონში, სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში სულ 46 მოქალაქეა ინფიცირებული. რუხის კლინიკაში 58 პაციენტია მოთავსებული,ისინი გადიან შესაბამის მკურნალობას. კოვიდინფიცირებულების კონტაქტები დაახლოებით არის 600-ზე მეტი”, – განაცხადა მალხაზ თორიამ.

ამჟამად, სამხარეო ადმინისტრაციის ინფორმაციით, სულ ამ ეტაპზე რეგიონში 46 ინფიცირებულია, რუხის კლინიკაში კი 58 კოვიდდადებითი მკურნალობს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად