ზუგდიდში C ჰეპატიტის მატარებელმა ექთანმა პაციენტს ის ნემსი გაუკეთა, რომელიც ჯერ თვითონ შეერჭო

ზუგდიდის რეფერალური საავადმყოფოს ერთ-ერთ ექთანს პაციენტის დედა გულგრილობასა და ნორმების დარღვევაში ადანაშაულებს.

მოზარდის დედა ამბობს, რომ შვილი გეგმიურ შემოწმებაზე მიიყვანა, სანამ ლაბორატორიის ექთანი სამედიცინო მანიპულაციას განახორციელებდა, ნემსი შემთხვევით თავად შეერჭო და შემდეგ, ამ ნემსით ბავშვს გამოკვლევები ჩაუტარა. 

მოზარდის დედის ინფორმაციით, ექთანი C ჰეპატიტის მატარებელი აღმოჩნდა. 

აღნიშნულ ფაქტს ადასტურებენ ზუგდიდის რეფერალურ საავადმყოფოში. 

როგორც ჰოსპიტალის კლინიკური დირექტორი სულხან ორჟონია აცხადებს, ფაქტის მყისიერი შესწავლა და რეაგირება მოხდა, რის შემდგომაც თანამშრომელი სამსახურიდან იქნა გათავისუფლებული, ხოლო მოზარდის მაღალტექნოლოგიური კვლევების ჩატარებას დიაგნოსტიკისა და პროფილაქტიკის მიზნით კლინიკა პერიოდულად უზრუნველყოფს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად