ზუგდიდში, ბარამიას ქუჩაზე დევნილთა კორპუსის მშენებლობაზე დასაქმებულმა მუშებმა საპროტესტო აქცია გამართეს

მათი განცხადებით, უკვე მეორე თვეა კუთვნილი ხელფასი არ აუღიათ, არადა ეს მათი შემოსავლის ერთადერთი ძირითადი წყაროა.

როგორც მუშებმა განაცხადეს, კომპანია ,,დაგის” წარმომადგენლობა ატყუებს და ლუკმა პურის გარეშე არან დარჩენილები.
კომპანიაში დავალიანების შესახებ არსებულ ინფორმაციას ადასტურებენ და ამბობენ რომ დავალიანება ნამდვილად აქვთ, თუმცა უადლოეს დღეებში დაფარავენ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად